საგანი: მათემატიკა
მასწავლებელი:
ლელა კავლელიშვილი
სწავლების საფეხური: მე-5კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 24
გაკვეთილის ჩატარების დრო: 03.05.2018
თემა: სივრცული ფიგურები.
კლასის დახასიათება: კლასში არის 24 მოსწავლე.მათგან კარგი მათემატიკური
უნარებით გამოირჩევა 6-7 მოსწავლე,დაახლოებით 3-4 სუსტია.რამდენიმე
მოსწავლეს ხანდახან სჭირდება შეხსენება,მოახდინოს
კონცენტრაცია და დაიცვას გაკვეთილზე ქცევის წესები.
ძირითადი მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს გეომეტრიულ ობიექტთა კომპონენტების ამოცნობა და მათი ურთიერთმიმართების
აღწერა,ატრიბუტების მიხედვით ფიგურათა დაჯგუფება,ფიგურების მოდელების ამოცნობა და მათი
შექმნა.
მისაღწევი შედეგი: მათ.7.მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების
ამოცნობა,აღწერა და გამოსახვა.
·
მოსწავლე ამზადებს მართკუთხა პარალილეპიპედისა და კუბის
შლილს.
·
მოცემული შლილის მიხედვით ასახელებს მიღებულ ფიგურებს.
წინასწარი ცოდნა: მათ.4.10 მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ფიგურათა
ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების პოვნა;
მათ. 5.5 მოსწავლეს
შეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა და აღწერა.
მათ.5.4. მოსწავლეს
შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან
დაკავშირება და გამოყენება.
სასწავლო რესურსები:
მათემატიკის სახელმძ.5 კლ.(გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი);დაფა,ცარცი,
წინასწარ დამზადებული სივრცული ფიგურების მაკეტები და მათი შლილები.
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
|
1
|
მასწავლებელი ესალმება კლასს,მოკლედ აცნობს გაკვეთილის მიზანს და თემას.
·
მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს,გაიხსენონ,რომელ სიბრტყით ფიგურებს იცნობენ,ასევე,რომელი სივრცული
ფიგურა ახსოვთ მე-4 კლასიდან.
·
მოსწავლეები გამოთქვამენ
მოსაზრებებს.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
5 წთ
|
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს,შეძლებენ ყურადღების მობილიზებას,გაიხსენებენ,რა
სახის ფიგურებს იცნობენ,შეძლებენ ვარაუდების და მოსაზრებების გამოთქმას.
|
|
2
|
მასწავლებელი ახალი მასალის ასახსნელად იყენებს რესურსებს და მაკეტების
საშუალებით,ასევე დაფაზე შესაბამისი ფიგურების კომპონენტებზე დაკვირვებისა და ანალიზის
საფუძველზე,თვალსაჩინოდ განუმარტავს მოსწავლეებს
კონკრეტულ კანონზომიერებებს.
|
ვერბალური ახსნა თვალსაჩინოებების დემონსტრირებით.
|
მთელი
კლასი
|
10 წთ.
|
მოსწავლეები მოახდენენ ყურადღების მობილიზებას, გაიგებენ,რა საერათო თვისებები აქვთ სხვადასხვა
სივრცულ ფიგურებს;რა დამოკიდებულებაა მათ წახნაგებს,წვეროებსა და წიბოებს შორის;გაიგებენ
მოპირდაპირე და გადამკვეთი წახნაგების შესახებ.
|
|
3
|
მასწავლებელი სწრაფი და საყოველთაო გამოკითხვის მეთოდით ,მოკლე და სწრაფი
კითხვა-პასუხის საშუალებით ამოწმებს,რამდენად
გაითავისეს მოსწავლეებმა ახსნილი მასალა.
ვმუშაობთ სახელმძღვანელოდან.გვ.103.N1-10
|
ინტერაქტივი
|
მთელი კლასი
|
10 წთ.
|
მოსწავლეებს განუმტკიცდებათ ახალი მასალა;ახალი ტერმინები-წიბოები და
წახნაგები,მათი რაოდენობრივი კავშირები სხვადასხვა ფიგურაზე.
|
|
4
|
მოსწავლეები ასრულებენ დამოუკიდებელ სამუშაოს.სახელმძ.გვ.104 N11
|
წერითი დავალება
|
მთელი კლასი
|
3 წთ.
|
მოსწავლეებს განუმტკიცდებათ მოტივაცია დამოუკიდებელი აზროვნებისთვის.
|
|
5
|
მასწალებელი რამდენიმე მოსწავლის თანმიმდევრულად დაფასთან მუშაობის საშუალებით კლასთან ერთად განიხილავს
რამდენიმე განსხვავებულ ამოცანას,აძლევს საშუალებას მოსწავლეებს მსჯელობის და სხვადასხვა
ხერხის გამოყენებით სწორად გადაჭრან პრობლემა.
|
დაფასთან
მუშაობა
|
ინდივიდუალური,ამავე დროს მთელი კლასის ყურადაღების კონცენტრირებით დაფისკენ
|
12 წთ.
|
მოსწავლეებს უვითარდებათ მსჯელობის,ლოგიკური აზროვნების,დასკვნების დამოუკიდებლად
გამოტანის უნარები.
|
|
6
|
მასწავლებელი აჯამებს ახსნილ მასალას,მოსწავლეებთან ერთად იხსენებს და
იმეორებს ,რა დამოკიდებულება და კანონზომიერებაა სხვადასხვა ფიგურის კომპონენტებს
შორის.
|
ვერბალური
|
მასწავლებლისა და მოსწავლეების ერთობლივი გამეორება-გახსენება
|
3 წთ.
|
მოსწავლეებში მოხდება მასალის დამაჯერებლად განმტკიცება
|
|
7
|
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს,ჩაინიშნონ დავალება
|
დაფაზე
ჩამოწერა
დავალების ნომრების
|
მასწავლებელი
|
2 წთ
|
შეფასება იყო განმავითარებელი .ყველა მოსწავლემ დაიმსახურა
სხვადასხვა ფორმის დადებითი შეფასება,-მიმდინარე,-გაკვეთილზე ჩართულობისთვის,ასევე შემაჯამებელი
-
გაკვეთილის ბოლოს,რომელიც
იყო დადებითი და მადლობა გადავუხადე კლასს.
გაკვეთილის თვითშეფასება: გაკვეთილის პროცესი მიმდინარეობდა პოზიტიურ საკლასო
გარემოში,მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთპატივისცემის ფონზე.გაკვეთილის
თემა მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა საინტერესო და სახალისოც.ისინი
ყურადღებით ისმენდნენ და პერიოდულად აღტაცებით ჩაერთვებოდნენ
მოკლე კომენტარებით . მაკეტებზე დაკვირვებით, მოსწავლეებმა კარგად გაიგეს და შეაფასეს
მიღებული ინფორმაცია,ხალისით აღწერდნენ და ასახელებდნენ ამა თუ იმ ფიგურის სხვადასხვა
კომპონენტებს,ამოიცნობდნენ შლილებს.მოსწავლეებმა მოსინჯეს,თავადაც
აეგოთ(დაეხაზათ)
კუბი.კმაყოფილი დავრჩი იმით,რომ კლასის აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად გაითავისა
ის,რისი მიტანაც მსურდა მათ გონებამდე.
ჩართულობა იყო ძალიან აქტიური,მთელი კლასით და
პროდუქტიული.მათი უნარები გამდიდრდა იმით,რომ პრაქტიკაში ისინი შეეცდებიან სხვადასხვა
საგანი შეუსაბამონ და
შეადარონ ფიგურებს,რომლებიც
შეისწავლეს,შეაფასონ და გაზომონ ისინი მათი სხვადასხვა განზომილებებისა და კომპონენტების
მიხედვით.
გაკვეთილის ბოლოს შევაჯამეთ მიღებული ცოდნა
და დავუკავშირეთ წინარე გამოცდილებას, რის
შემდეგაც მივეცი დავალება გვ.105.N 1-11; რაც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის მეხსიერებაში ხანგრძლივად დალექვას.
გაკვეთილის პროცესში გეგმის მოდიფიცირება საჭირო
არ გამხდარა.დროის ლიმიტი პროდუქტიულად გამოვიყენე.
საკუთარი თავის მიმართ დამრჩა ცოტაოდენი უკმაყოფილობის
განცდა. მოსწავლეთა აუდიტორიის წინაშე წარდგომის გამოუცდელობის გამო,ვიყავი დაძაბული
და ჩემი პირველი გაკვეთილი შევადარე , ზოგადად ,სცენაზე პირველ გამოსვლას.თუმცა,იმის
გამო , რომ მანამდე ამისთვის კარგად მოვემზადე,გეგმიდან
ფაქტიურად არ გადამიხვევია.ამიტომ მყარად განმიმტკიცდა
ის აზრი, რომ პროდუქტიული გაკვეთილის ჩასატარებლად მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მთელი გაკვეთილის მსვლელობის გეგმა(მონახაზი).
შეფასების
კრიტერიუმები
აქტივობები,
რომლებშიც ფასდება
მოსწავლე.
|
1
- 2
|
3 - 4
|
5 - 6
|
7 - 8
|
9 - 10
|
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლე აქ-
ტიურია.
მოსმენის
კულტურა,მო-
ბილიზება,
ეთიკური ნორმების დაცვა.
|
პასიურია.
არ არის ჩართული საგაკვეთი - ლო პროცეს ში,არ უსმენს მო-
საუბრეს,არ
იცავს ეთი-
კურ ნორმებს.
|
საგაკვ. პროცესში
ნაწლობრივ ჩარ- თულია,უჭირს
ყურადღების კონცენტრაცია ,
აშვიათად
უსმენს მოსაუბ-
რეს,ვერ იცავს
ეთიკის ნორმებს.
|
გაკვ. ჩართუ-ლია ნაწილობრივ,
უჭირს ყურადღების
კონცენტრა-
ცია,იშვია-თად უსმენს
მოსაუბრეს,
ვერ იცავს
ეთიკის
ნორმებს.
|
გაკვეთილზე,უმე-
ტესად
აქტიურია
და მობი-
ლიზებუ-
ლი,
უსმენს
მოსაუბ-რეს.
იცავს
ეთიკის
ნორმებს.
|
გაკვე-
თილზე
აქტიურია,ყურად-
ღებით
უსმენს
მოსაუბ-რეს.
იცავს
ეთიკის
ნორმებს.
|
წაკითხული ინფორმაციის შეჯამების უნარი,ჯგუფ-
ში მუშაობა, თანამშრომ-ობა.
|
ვერ აჯამებს
წაკითხულ ინფორმაცი-ას,ჯგუფში
მუშაობისას
პასიურია, არ
თანამშრომლობს
ჯგუფის წევრებთან.
|
ნაწილობრივ
ახერხებს შე-
აჯამოს წაკით-
ხული ინფორ-
მაცია.არ თა-
ნამშრომლობს
ჯგუფის სხვა
წევრებთან.
|
ნაწილობ-
რივ ახერხებს
შეაჯამოს
წაკითხული
ინფორმაც.
ჯგუფის
მუშაობაში
ზოგჯერ შეაქვს
წვლილი.
|
კარგად
ახერხებს
შეაჯამოს
წაკითხუ-ლი ინფორმა-
ცია.ჯგუ-ფის მუშა-
ობაში
შეაქვს
წვლილი.
|
კარგად
ახერხებს
შეაჯამოს
გააანალი
ზოს წაკითხუ
ლი ინ-
ფორმა-
ცია.ჯგ.
მუშაობ.
შეაქვს
მნიშვნ.
წვლილი.
|
დისკუსიაში მონაწილეობა ,კითხვის
დასმა და დასმულ
კითხვებზე პასუხი,
კამათის წესების
დაცვა.
|
არ მონაწი- ლეობს
დისკუსია-ში, დასმუ -ლი კითხვ -ები არა- მიზნობრი-
ვი და უში- ნაარსოა.არ იცავს
კამათის წესებს.
|
ან არ მონაწილ.
დისკუსიაში,
ან დასმული
კითხვები,
უმეტესად,
არამიზნობრ.
და უშინაარსოა.
არ იცავს
კამათის
წესებს.
|
მონაწილე-
ობს დისკუს.
დასმული
კითხვები
ზოგჯერ
არამიზნობ.
უშინაარსოა.
ვერ იცავს
კამათის
წესებს.
|
მონაწილე
ობს დისკ.
დასმული
კითხვები
მიზნობ-
რივი და
შინაარსი-ანია.პასუხობს და-
საბუთებ.
იცავს
კამათის
წესებს.
|
აქტიურ.
მონაწილ.
დისკუს.
დასმულ.
კითხვები
მიძნობრ.
და შინა-
არსიანია.
პასუხ.
დასაბუთ
იცავს კა-
მათის
წესებს.
|
საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა ფაქტებსა და
არგუმენტებ-
ზე დაყრდნო
ბით.საკითხის
კონკრეტულობა.
|
ვერ აყალი -ბებს საკუ-
თარ მოსაზ-
რებებს ან
უჭირს მათი გამყა- რება ფაქ- ტებითა და
არგუმენტე-
ბით.
საკითხის დასმისას არაკონკრე-
ტულია.
|
ნაწილობრივ
ახერხებს
საკუთარი მო-
საზრებების
გამყარებას
მწირი ფაქტე-
ბითა და
არგუმენტებით.
საკითხის
დასმისას
არაკონკრეტუ-
ლია.
|
ახერხებს
საკუთარი
მოსაზრებებ.
გამყარებას
მწირი ფაქ-
ტებითა და
არგუმენტებ.
საკითხის
დასმისას
არაკონკრე-
ტულია.
|
ახერხებს
საკუთარი
მოსაზრ.
გამყარებ.
ფაქტები-
თა და
არგუმენ-
ტებით.საკითხის
დასმისას
კონკრე-
ტულია.
|
კარგად
ახერხებს
საკუთარ.
მოსაზრ.
გამყარებ.
ფაქტებ.,
არგუმენ.
ასევე ანალიზ.
საკითხის
დასმისას
კონკრე-ტულია.
|