გაკვეთილის გეგმა
საგანი: მათემატიკა
მასწავლებელი:
ლელა კავლელიშვილი
სწავლების საფეხური: მე-6(1)
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 26
გაკვეთილის ჩატარების დრო: 21.05.2018
თემა: სივრცული ფიგურები.მოცულობა
კლასის დახასიათება: კლასში არის 26 მოსწავლე.მათგან
კარგი მათემატიკური უნარებით გამოირჩევა 4-5 მოსწავლე,დაახლოებით 3-4 სუსტია.რამდენიმე
მოსწავლეს ხანდახან სჭირდება შეხსენება,მოახდინოს
კონცენტრაცია და დაიცვას გაკვეთილზე ქცევის წესები.
ძირითადი მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს გეომეტრიულ ობიექტთა კომპონენტების ამოცნობა და მათი ურთიერთმიმართების
აღწერა,ატრიბუტების მიხედვით ფიგურათა დაჯგუფება,ფიგურების მოდელების ამოცნობა და მათი
შექმნა.
მისაღწევი შედეგი: მათ.6.9.მოსწავლეს
შეუძლია ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის
მიმართებების დადგენა.
·
სხვადასხვა
ფიგურისათვის ითვლის და ერთმანეთს ადარებს ეილერის მახასიათებლებების მნიშვნელობებს.
·
აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ
გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით(მაგალითად,მართკუთხა
პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო.
მოსწავლეს შეუძლია
ჩაატაროს შესაბამისი მოქმედებები მოცულობისა და ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად.
წინასწარი ცოდნა: მათ. 5.8 მოსწავლეს შეუძლია ფიგურებს
შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურის მოდელზე პარალელური და ურთიერთთანამკვეთი
წახნაგები მიუთითოს.მსჯელობს,გადაიკვეთება თუ არა მოცემული წახნაგები მათი გავრცობის
შედეგად.
მათ.5.4. მოსწავლეს
შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან
დაკავშირება და გამოყენება.
სასწავლო რესურსები:
მათემატიკის სახელმძ.6კლ.(გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი);დაფა,ცარცი, წინასწარ
დამზადებული სივრცული ფიგურების მაკეტები , სათამაშო კუბები,თაბახის ფურცლები,მაკრატელი,წებო.
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
|
1
|
მასწავლებელი ესალმება კლასს,მოკლედ აცნობს გაკვეთილის მიზანს და თემას.
·
მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს,გაიხსენონ კუბისა და
მართკუთხა პარალელეპიპედის მახასიათებლები.რა
აქვთ საერთო და განმასხვავებელი;
·
როგორ უნდა გამოვთვალოთ თითოეულის ზედაპირის ფართობები;
·
მოსწავლეები გამოთქვამენ
მოსაზრებებს.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
5 წთ
|
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს,შეძლებენ ყურადღების მობილიზებას,გაიხსენებენ,რა
სახის ფიგურებს იცნობენ,შეძლებენ ვარაუდების და მოსაზრებების გამოთქმას.
|
|
2
|
მასწავლებელი სთავაზობს გარკვეული სიტუაციის გათამაშებას ყოველდიური ცხოვრებიდან გამომდინარე;კერძოდ,სთხოვს,გამოითვალონ რამდენი ცალი შპალერის რულონი და რა რაოდენობის
თანხა დასჭირდებათ საკუთარი ოთახისათვის,რომლის ზომებია 4მ,4მ და2,5მ,ხოლო ერთი რულონის
სიგრძეა 10მ,სიგანე 0,50მ და ღირს 22 ლარი;
|
ვერბალური,მსჯელობით და დისკუსიით
|
მთელი
კლასი
|
7 წთ
|
მოსწავლეები გაიხსენებენ,რა იციან შესასწავლი საკითხის ირგვლივ.მოხდება
არსებული ცოდნის,განცდების,შთაბეჭდილებების გააქტიურება,ინტერესის გაზრდა.
|
|
3
|
მასწავლებელი სწრაფი და საყოველთაო გამოკითხვის მეთოდით ,მოკლე და სწრაფი
კითხვა-პასუხის საშუალებით ამოწმებს,რამდენად
გაითავისეს მოსწავლეებმა მასალა.
|
ფრონტალური ინტერაქტივი
|
მთელი კლასი
|
5წთ.
|
მოსწავლეებს განუმტკიცდებათ
მასალა;
|
|
4
|
მასწავლებელი ხსნის ახალ მასალას,კერძოდ, მართკუთხა პარალელეპიპედისა
და კუბის მოცულობა.
|
ვერბალური,რესურსებზე დაკვირვებით.
|
მთელი კლასი
|
8 წთ.
|
მოსწავლეები ეცნობიან ახალ ინფორმაციას.შესასწავლი საკითხის გაგებასა და აღქმაში მათ ეხმარება ჩართულობა და მონაწილეობა გამოთვლების ჩატარებაში რესურსებთან
მიმართებით.
|
|
5
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას ჯგუფებში,დაამზადონ თითო
კუბი და პარალელეპიპედი;გაზომონ,შეაგროვონ მონაცემები და გამოთვალონ ზედაპირის ფართობი
და მოცულობა.
|
სწავლა კეთებით
|
ჯგუფური მუშაობა
|
15 წთ
|
მოსწავლეებს უვითარდებათ მსჯელობის,ლოგიკური აზროვნების,ურთიერთთანამშრომლობის
უნარები;ხდება ახალი უნარების შესწავლა და განმტკიცება.
|
|
6
|
მასწავლებელი აჯამებს ახსნილ მასალას,მოსწავლეებთან ერთად იხსენებს და
იმეორებს ,რა დამოკიდებულება და კანონზომიერებაა სხვადასხვა ფიგურის კომპონენტებს
შორის.
მასწავლებელი ბავშვებს სთხოვს, დაეხმარონ და დაფაზე დახატული გვირილას
ფურცლებში ჩააწერინონ,რა გაიგეს ახალი.
|
ვერბალური
|
მასწავლებლისა და მოსწავლეების ერთობლივი გამეორება-გახსენება
|
3 წთ.
|
მოსწავლეებში მოხდება არსებული და ახლად მიღებული ცოდნის გამთლიანება,აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
|
|
7
|
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს,ჩაინიშნონ დავალება.გვ.214 N ( 1-13)
|
დაფაზე
ჩამოწერა
დავალების ნომრების
|
მასწავლებელი
|
2 წთ
|
მოსწავლეები ინიშნავენ საშინაო დავალებას
|
შეფასება იყო განმავითარებელი -გამჭირვალე,ვალიდური . მოსწავლეებმა
დაიმსახურეს სხვადასხვა ფორმის დადებითი შეფასება.
ჯგუფური მუშაობისთვის გამოვიყენე ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგი 10
|
საშუალო 9-8
|
საშუალო 7-6
|
დაბალი 5-1
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო,ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად
და თანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო ორგანიზებული იყო,მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად
გადანაწილდა
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები
არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული,ჯგუფ-ის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
|
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა
და აზრთა გაზიარების უნარი
|
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი,ჯგუფის წევრებს
შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური,ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად
პოზიტიური ურთიერთობები იყო
|
მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა,ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ
წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
|
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ,ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა
თანამშრომლობითი გარემო
|
გაკვეთილის რეფლექსია:
გაკვეთილი დავიწყე მისალმებით,მკაფიოდ გამოვკვეთე
გაკვეთილის თემა და მიზანი.გამოწვევის ფაზაზე, კითხვა-პასუხის საშუალებით , გავააქტიურე
წინარე ცოდნა,რომლის დროსაც მოსწავლეებსაც მივეცი საშუალება თავიანთი წვლილი შეეტანათ
შინაარსის განმარტების დაზუსტებაში. საგნისადმი ინტერესის გაღვივებისა და მოსწავლეთა
თვითდაჯერებულობის ამაღლებისათვის, მოსწავლეებს შევთავაზე პრობლემაზე ორიენტირებული
დავალების შესრულება,რომელიც ერთობლივი მსჯელობით,მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად
ხალისით მოახერხეს.
გაკვეთილის მეორე ფაზაზე- სიღრმისეული წვდომა-გაკვეთილის
გეგმის მიხედვით,მივაწოდე ახალი ინფორმაცია.ამაში ძალიან დამეხმარა რესურსები-ჩვეულებრივი
სათამაშო ფერადი კუბები,ასევე მაკეტები.კუბებით
სხვადასხვა ზომის პარალელეპიპედის აგებისას,ვთხოვდი მათ,დაეთვალათ კუბების რაოდენობა
სიგრძეში,სიგანეში და სიმაღლეში.ვთხოვდი მოსწავლეებს, მოცულობის ფორმულაში შეეტანათ
მიღებული მონაცემები და შემდეგ, კუბების დათვლით, შეემოწმებინათ,რამდენად დაემთხვა
პასუხები ერთმანეთს.ამგვარად წარმართული პროცესი,ჩემის აზრით ,ესადაგება მოსწავლეზე
ორიენტირებული გაკვეთილის მთავარ პრინციპს - სწავლა აქტიური პროცესია და მოსწავლემ
თავად უნდა ააგოს ცოდნა მასწავლებლის დახმარებით.
გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი,დავხმარებოდი
მოსწავლეებს თანმიმდევრულად,მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით,თავად გამოეკვეთათ პრობლემები
და გამოეტანათ დასკვნები.ვცდილობდი,მოსწავლეები აქტიურად ჩამერთო საგაკვეთილო პროცესში.მოსწავლეთა
დასაინტერესებლად ვიყენებდი სააზროვნო კითხვებს,რომლებიც წინასწარ მქონდა ჩანიშნული. ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს ნათლად
ავუხსენი დავალება,მკაფიოდ განვუსაზღვრე დრო და გავაცანი შეფასების კრიტერიუმები.ჯგუფების
მონიტორინგის დროს ვცდილობდი აქტიური უკუკავშირის დამყარებას,საჭიროების შემთხვევაში,გეზისა
და მიმართულების მიცემას.
გაკვეთილის დასკვნით ნაწილში შევაჯამეთ მიღებული
ცოდნა და დავუკავშირეთ წინარე გამოცდილებას.ამის შემდეგ მივეცი დავალება ,რაც,ჩემი
აზრით,ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის განმტკიცება-დამახსოვრებაში.
გეგმის მოდიფიცირება საჭირო არ გახდა.ვფიქრობ,მიღწეული
შედეგები საგაკვეთილო მიზნებთან რელევანტურია.აქტივობები იყო როგორც დაბალ,ასევე მაღალ
სააზროვნო უნარებზე ორიენტირებული.
გაკვეთილი დავასრულეთ დაფაზე გვირილის დახატვით,რომლის
ფურცლებშიც, ბავშვების კარნახით ჩავწერეთ,რა ვისწავლეთ ,რა გავიგეთ ახალი,რა მიზანს
მივაღწიეთ.
გაკვეთილმა პოზიტიურ,ურთიერთპატივისცემისა და კეთილგანწყობის ატმოსფეროში ჩაიარა. სწავლების საშუალებები - ლექსიკა,ხმა,ჟესტიკულაცია,უკუკავშირი,შედეგების
შეჯამება - მივმართე მოსწავლეთა ურთიერთგაგების,ავტორიტეტის
აღიარების,დისციპლინის,ზოგჯერ იუმორის კუთხითაც.მოტივაციის ამაღლებისათვის ვცდილობდი,მოსწავლეებს
გასჩენოდათ წარმატების განცდა. უკმარობის განცდა , როგორც ყოველთვის, დროის სწორად
გადანაწილების პრობლემაა,რომელზეც ბევრი მაქვს სამუშაო.
No comments:
Post a Comment