პედაგოგიური პრაქტიკის დღიური



სტუდენტის სახელი, გვარი      __ლელა კავლელიშვილი

პროგრამის სახელწოდება მასწავლებელთა მომზადების სახელმწიფო პროგრამა
                    
საგანი  მათემატიკა . დაწყებითი საფეხური

პრაქტიკის ობიექტი    თბილისის 124-ე საჯარო სკოლა

პრაქტიკის პერიოდი  _03/_03__/2018_- დან       _15_/_06_/2018_- მდე   

პრაქტიკის ხელმძღვანელი  სოსო ქრისტესიაშვილი

პრაქტიკის მენტორი      ნინო ელოშვილი






თარიღი

შესრულებული სამუშაოს დახასიათება/აღწერა

შესრულებული სამუშაოს შეფასება პრაქტიკის მენტორის მიერ (კომენტარი, ქულა)

1
2
3

        I
5.03-9.03

გავეცანი პრაქტიკის მიზნებს, ასევე მასწავლებელთან და მოსწავლეებთან მუშაობისას ურთიერთობის ფორმებსა და ნორმებს.განვახორციელე ვიზიტი სკოლაში.შევხვდი და გავეცანი მასწავლებელს და დირექტორს.შევთანხმდით და გავწერეთ   კვირის განმავლობაში გაკვეთილებზე დასწრების განრიგი.შევთანხმდით ურთიერთობის და ურთიერთთანამშრომლობის ფორმებზე.

შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

II
12.03-16.03


განვახორციელე პირველი ვიზიტი გაკვეთილებზე დასასწრებად. გავეცანი მოსწავლეებს.  ვაკვირდებოდი მასწავლებლის მუშაობის მეთოდებს სხვადასხვა კლასებთან,მის დამოკიდებულებას მოსწავლეებთან.
   დავიწყე  დღიურზე  მუშაობა.

შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

III
19.03-23.03

ვესწრებოდი გაკვეთილებს ჩემს ე.წ მეწყვილეს-
 თან ერთად(ირმა გოგსაძე).მივიღე უკუკავშირი მასწავლებლისგანაც  და  მოსწავლეებისგანაც.
მქონდა ინტერვიუ მასწავლებელთან ცალკეულ საკვანძო      საკითხებთან  დაკავშირებით;
 დავინტერესდი რამდენიმე სსმ მოსწავლესთან  დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებთან  მიმართებაში.ვესწრებოდით გაკვეთილებს მე-5 და
ორ პარალელურ მე-6 კლასებში ;ასევე , ჩვენივე
სურვილით,დაგვიმატეს მე-8 კლასიც,რაც ასევე საინტერესო იყო ჩვენთვის.
მე-6 კლასებში მასწავლებელმა ახსნა პროპორციის ცნება,რაც განამტკიცა მრავალფეროვანი მაგალითებისა და ამოცანების საშუალებით.VI-1
  კლასში არის სსსმ მოსწავლე,რომლის დაინტერესება და მოტივაციის ამაღლება ხდებოდა გამამხნევებელი  სტიკერების   დახმარებით.
მასწავლებელი მას სთავაზობდა
მისთვის განკუთვნილ დამატებით ამოცანებს.
პარალელურად ვმუშაობდი  დღიურზე.

შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

IV
26.03-30.03
შეთანხმებისამებრ, მთელი კვირის განმავლობაში ვესწრებოდი გაკვეთილებს,მე-5,მე-6(1),მე-6(2),მე-8 კლასებში.მასწავლებელი იყო ორიენტირებული მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებ-    ლობების     გამოვლენა-გააქტიურებისკენ.ის ინტერაქტიურად რთავდა ბავშვებს გაკვეთილში
კარგად დაგეგმილი შეკითხვების მეშვეობით.გაკვეთილები მიჰყავდა ცოცხლად, ასევე იყენებდა მოსწავლეთა შეცდომებს სწავლის
საჭიროებისთვის;ინარჩუნებდა ბავშვების  ინტე-
რესს და მოტივაციას და ახერხებდა იმას,რომ ყველა ყოფილიყო ჩართული.
მასწავლებლის სტრატეგიები      გაკვეთილის
მიზნის შესაბამისი იყო. მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იგრძნობოდა უკუკავშირი.
ვმუშაობდი  დღიურზე.


შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

V
02.04-05.04

უკეთ გავეცანით ბავშვებს,მეტ-ნაკლებად  დავიწყეთ მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების,სისუსტეებისა და ძლიერი
მხარეების იდენტიფიცირება.მასწავლებელთან ერთად რეგულარულად და აქტიურად განვიხილავდით  და ვმსჯელობით გაკვეთილების დადებით და უარყოფით მხარეებზე,მასწავლებ-
ლის დამოკიდებულება და სტრატეგია იყო
ურთიერთთანამშრომლობითი; მასწავლებელთან
ერთად დავგეგმეთ მომდევნო კვირის გეგმები;

ვმუშაობდი, კვლავინდებურად ,დღიურზე.

შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

VI
10.04-13.04

ამ კვირაში გვქონდა სამზადისი შემაჯამებლისათვის ორივე მე-6 კლასში ,რომლის დროსაც აქტიურად ვეხმარებოდით მასწავ-ლებელს.მოსწავლეებთან, რომელთაც ნამდვილად ესაჭიროებოდათ დამატებითი  ახსნა-განმარტება,
ინდივიდუალურად ვმუშაობდით, თემა  იყო
პირდაპირპროპორციულობა,ვუხსნიდით მათ ალგორითმის მარტივი ამოხსნისა და გაგების ხერხს და  ვეხმარებოდით მასწავლებელს,რომ ზედმეტი ძალისხმევა და დრო არ დაეკარგა და საგაკვეთილო დრო ყოფილიყო  კიდევ უფრო 
პროდუქტიული.
კლასებში იყო მუდამ პოზიტიური გარემო,
მასწავლებელი მოსწავლეებს  მუდმივად უვითარებდა   თვითშეფასებისა  და    სხვათა
შეფასების უნარს.



ამ კვირაში ვწერეთ შემაჯამებლები.
ვმუშაობდი  დღიურზე.



შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

VII
16.04-20.04

ამ კვირაში  ცოდნის განმტკიცების მიზნით, მასწავლებელი ძირითადად მუშაობდა ამოცანებსა და მრავალფეროვან  მაგალითებზე  ,
თემა: პირდაპირპროპორციულობა და
უკუპროპორციულობა.
კვირის ბოლოს მასწავლებელმა ახსნა  ,,მასშტაბი“.
გაკვეთილის ახსნა მასწავლებელმა გამოწვევით დაიწყო-როგორ გადმოვიტანოთ სახლის გეგმა ფურცელზე,რა არის გლობუსი,როგორ შეიძლება
დიდი ტერიტორიების,  მაგალითად სახელმწიფოების ან ქვეყნის ნაწილების  წარმოდგენა რუკაზე და ა შ. საგაკვეთილო აქტივობებში მეტნაკლებად ჩართული იყო
მთელი კლასი.
კვირის ბოლოს განვიხილეთ მომავალი კვირის გეგმა და მიზანი,დავაზუსტეთ ჩემი
კოლეგის,პრაქტიკანტი ირმა გოგსაძის
შესაფასებელი გაკვეთილის თემა და დეტალები.
შევავსე  კვირის დღიური.


შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

VIII
23.04-27.04

ამ კვირაში  მე-6 კლასებში ჩავატარე  გაკვეთილები თემაზე:წრე და წრეწირი.,რის გამოც დიდი მადლიერი დავრჩი ჩემი მენტორის მიმართ,რადგანაც  ამან მეტი გაბედულება და სითამამე შემძინა  მომდევნო კვირისთვის  ჩასატარებელი  შესაფასებელი გაკვეთილისთვის.ვფიქრობ,მეტ-ნაკლებად გავართვი თავი და ,ასე ვთქვათ, ,,დავტესტე“
ჩემი უნარი  საჯარო ლექციის წარმართვის
უნარში.
  კვირის ბოლოს ჩემმა კოლეგამ,ირმამ,ასევე
მე-6 კლასებში ჩაატარა  შესაფასებელი  გაკვეთილები თემაზე,,წრეწირების  ურთიერ-
თმდებარეობა“.  გაკვეთილის ასახსნელად   მან გამოიყენა   წინასწარ   მომზადებული  მრავალფეროვანი   რესურსები .ვფიქრობ,
პირველი ნაბიჯებისათვის, იყო  ძალიან
კარგი.მოსწავლეებში  გამოიწვია დიდი 
დაინტერესება ; ჩართულობა  იყო მაქსიმალური .
კვირის ბოლოს მენტორთან ერთად შევაჯამეთ
ჩვენი ჩატარებული გაკვეთილები,ვიმსჯელეთ დადებით და უარყოფით მხარეებზე,მოვისმინეთ გარკვეული   შენიშვნები,    რომლებსაც მომავლისთვის აუცილებლად გავითვალისწინებთ; განვიხილეთ მომდევნო კვირის  გეგმები.  დავგეგმეთ მომდევნო   კვირას
ჩემი  პირველი შესაფასებელი   გაკვეთილისათვის
  დრო და თემა.   
ვავსებდი  დღიურს.


შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

IX
30.04-04.05

კვლავაც  ვაგრძელებდით  დაკვირვებას  საგაკვე -თილო   პროცესებზე,ამავდროულად,მენტორის
ნებართვით  ,ხშირად ვიყავით ჩართულნი,ვეხმარებოდით  მათ, ვისთვისაც
რჩებოდა რაიმე გაუგებარი.მასწავლებელი მაქსიმალურად უზრუნველყოფდა მოსწავლეთა
დისციპლინას,დაინტერესებასა და აქტივობას.
ჩავატარე გაკვეთილი მე-5 კლასში თემაზე
,,სივრცითი ფიგურები“.ამისათვის დავიხმარე 
მაკეტები და შლილები,რისთვისაც  დიდი
მონდომებით ,,ვიშრომე“  წინასწარ  რამდენიმე  დღის   განმავლობაში.ბავშვები  ხალისით მისმენდნენ და მონდომებით მპასუხობდნენ
კითხვებზე.გაკვეთილი  წინასწარ  დავგეგმე,
რაც ძალიან დამეხმარა საჭირო აქტივობების
რიგითობის დაცვაში.ვფიქრობ,გაკვეთილის ხარისხი თვალსაჩინოებებმა  განსაზღვრა,თუმცა
საკუთარი თავის მიმართ დამრჩა ერთგვარი
დაუკმაყოფილობის განცდა,რაც  გამოუცდელო-
ბის ბრალია,ვფიქრობ,მაქვს სამუშაო   საგაკვე-
თილო სამეტყველო  ენის დახვეწის მიმარ-
თულებით.ვფიქრობ,ეტაპობრივად,  გამოცდი-
ლებასთან ერთად, საუბრის  ლაღ და ბუნებრივ მანერას  გამოვიმუშავებ.
ვაგრძელებდი   დღიურის  შევსებას.

შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

X
07.05-11.05

ამ კვირაში ირმამ ჩაატარა მე-5 -ში  გაკვეთილი
ფართობებზე.გაკვეთილისთვის ნამდვილად კარგად მოემზადა,გეგმაც გაწერილი ჰქონდა და
რესურსებიც შესანიშნავი ჰქონდა,რასაც მომავლის-
თვის  მეც გავითვალისწინებ  და მსგავსს აუცილებლად დავამზადებ.გაკვეთილის ახსნა და მიმდინარეობა იყო ძალიან კარგი.ურთიერთპატივისცემისა და მოსწავლეთა მიმართ  კეთილგანწყობილ  დამოკიდებულებაში.
ვავსებ ისევ დღიურს.

შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

XI
14.05-18.05

ამ კვირაში იგივე რესურსებით  უკვე მე-6 კლასელებს ჩავუტარე გაკვეთილები სფერულ ფიგურებზე.რესურსებზე დემონსტრირებით ავუხსენი დამოკიდებულება სხვადასხვა ფიგურის მახასიათებლებს შორის,როგორ უნდა გამოგვეთვალა კუბისა და პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობები.სწრაფი და მოკლე კითხვების  საშუალებით გავარკვიე,რამდენად ნათლად  გაიგეს და გაიაზრეს თემა.ამავე მიზეზით
მივეცი ტესტური  დავალება,რომელიც  წინასწარ
მოვამზადე და რომელშიც ერთ-ერთი დავალება იყო ცხრილის შევსება.ცხრილის საშუალებით მინდოდა,მოსწავლეებს თავად გამოეყვანათ
ეილერის ფორმულა,თავად გამოეტანათ დასკვნები და  მყარად ჩამჯდარიყო მათ მეხსიერებაში.
თუმცა უმჯობესი იქნება შემდეგისთვის,რომ ეს ტესტური დავალება  მივცე თემის მეორე საათისთვის,შედეგი იქნება უკეთესი.
ვავსებდი პარალელურად დღიურს.

შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

XII
21.05-25.05

კვირა პოზიტიურად დაიწყო.მასწავლებელმა
ჩაატარა ჯგუფური  მუშაობა მე-6 კლასებში.თემა იყო სიდიდეებს   შორის        დამოკიდებულება .
ჯგუფებმა    პრეზენტაცია მოაწყეს.
ამავე კვირაში ჩავატარე  შესაფასებელი  გაკვეთილი      მე-6 კლასში    მოცულობაზე. ამისათვის     ძალიან     გამომადგა სათამაშო კუბიკები,რომლებიც გამოვიყენე ერთეულოვან  კუბებად და სხვადასხვა პოზიციებისა  და რაოდენობების პირობებში  მოსწავლეებს
ვაანგარიშებინებდი   მოცულობას.ამგვარი მეთოდით  ახსნილმა  მეტი სიცხადე შესძინა
მათ წარმოდგენაში მოცულობის ცნებას,რაც,თავის მხრივ,ხელს შეუწყობს ამ კონკრეტული ინფორმაციის  მყარად ჩაბეჭდვას მათ მეხსიერებაში,რომელსაც აუცილებლად სჭირდება
განმტკიცება შესაბამისი მაგალითებით.
  კვირის ბოლოს  ასევე ჩავატარე გაკვეთილები მე-6 კლასებში პროცენტებზე.მენტორისგან გვაქვს სრული მხარდაჭერა და თავისუფალი არჩევანი
გაკვეთილების ჩატარების დროსა და თემებზე.
ყოველი დღის ბოლოს მენტორთან ვაფასებთ
გაკვეთილებს,ვმსჯელობთ ცალკეულ მოსწავლეებზე,- ვის რა სახის დახმარება სჭირდება,პრობლემური ქცევის მქონე ბავშვებთან რა სტრატეგიას მივმართოთ.ჩემი სურვილი იყო,
თავიდან ასეც დავიწყე,ჰუმანისტური მართვის
სტილით    მემართა     საგაკვეთილო       პროცესი,
თუმცა  ეტაპობრივად,გამოცდილების  დაგროვე-
სათან ერთად   სულ უფრო  ვრწმუნდებოდი,
რომ გარკვეულ ჩარჩოებს უნდა  მოვრგებოდი,
რაც  ჩემს შემთხვევაში,გარკვეულწილად  იმით
იყო განპირობებული,რომ,ზოგადად,ძალიან მიყვარს ბავშვები და   ამას არ და ვერ დავმალავ,თუმცა
გადაჭარბებულმა  ჰუმანიზმმა ვერ მიშველა,
მივიღე  ქაოტური და ხმაურიანი  გაკვეთილი,რის შემდეგაც   კორექტივების  შეტანა დავიწყე
ჩემს მიდგომებში.ვფიქრობ,საჭიროა   ბალანსის დაცვა.ბავშვებმა უკვე კარგად გაგვიცნეს,
სიხარულით გვეგეგებიან,გვესაუბრებიან.უკვე ყველას სახელები ვიცით,ყველას თავისებურებები.
 მენტორთან ერთად განვიხილეთ მომავალი კვირის  გეგმები. ვინიშნავდი  მთელ კვირის   განმავლობაში და     ვავსებდი        დღიურს.


შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

XIII
28.05-01.06

ჩატარდა  შემაჯამებელი,რომლის ტესტები მასწავლებელს წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
მე-6  პირველში სწავლობს აუტისტური სპექტრის ერთ მოსწავლე,სანდრო,რომელმაც თავიდანვე
მიიქცია ჩემი ყურადღება.ვცადე მასთან კომუნიკაცია და ნელ-ნელა,დროთა განმავლობაში, დავიმსახურე მისი ნდობა. ჩემმა მენტორმა  ,,დამა-
საქმა“, სანდროსთვის  განკუთვნილი, განსხვავებული  ტიპის დავალებების  შესრულებაზე,რაც ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო.
მქონდა გაკვეთილი პროცენტებზე მე-6 კლასებში.
მოსწავლეებისგან ვგრძნობდი  უკუკავშირს,
გონებრივი იერიშის მიზნით მივეცი რამდენიმე
სააზროვნო ამოცანა,რათა  სტიმული მიმეცა  და გამეაქტიურებინა მათი შემოქმედებითი  უნარები.
ამავე კვირაში მასწავლებელმა   ნება დამრთო  ასევე ჩამეტარებინა  არაშესაფასებელი  გაკვეთილები ორივე მე-6 კლასში,განვლილი მასალის  განმეორებასა და ცოდნის განმტკიცებაზე.
ვარ მუდამ კრიტიკულად განწყობილი საკუთარი თავის მიმართ, ვეძებ  და ხშირად  ვუკეთებ იდენტიფიცირებას პრობლემებს ჩემში და მუდამ
ვფიქრობ გამოსავლის გზებზე.
შევავსე  დღიური  ამ კვირისთვის.

შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

XIV
04.06-08.06

 ამ კვირაში ირმას ჰქონდა შესაფასებელი გაკვე-
თილი თემაზე ,,საკოორდინატო ბადე“. მისი მომზადებული რესურსები იყო ძალიან ორიგინალური და რელევანტური,ბავშვებისთვის
სახალისო და საინტერესო.ბადეზე დატანილი ჰქონდა ბავშვებისთვის საყვარელი სხვადასხვა
გასართობი თუ  საინტერესო ობიექტი.ისინი ასა-
ხელებდნენ და სათითაოდ პოულობდნენ
ადგილმდებარეობის რიცხვით წყვილს.ბოლოს მოსწავლეებს დააწერინა ტესტები,რომლის
კრიტერიუმები  წინასწარ იყო ცნობილი.
დავესწარით სხვა გაკვეთილებსაც,რომლებშიც მენტორთან ერთად  აქტიურად ვიყავით ჩართულები.
 გავაგრძელე ჩემი დღიური.

შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________

XV
11.06-15.06

ირმას  ჰქონდა  გაკვეთილი მე-5 კლასში --მონაცემთა ანალიზი.მან გაკვეთილი დაიწყო გამოწვევით და ინტერესის გაჩენით მოსწავლეებს შეასწავლა დიაგრამის აგება,რესურსებით  აქაც
უხვად მოამარაგა  საგაკვეთილო პროცესი,რითაც გამოიწვია მოსწავლეებში საყოველთაო ხალისიანი განწყობა.
ამ კვირაში აქტიურად ვიყავით ჩართულები შემაჯამებლების   ორგანიზებასა და  ჩატარებაში, როგორც მე-6 კლასებში,ასევე  მე-8 -შიც.
კვირის ბოლოს  ელ. რესურსებით  გაკვეთილები
ჩავატარე მე-6 კლასებში.პრეზენტაციას დავარქვი
გეომეტრიული ფიგურები.გავიხსენოთ და
შევაჯამოთ.(იხ.დანართი)
იყო ძალიან საქმიანი და ნაყოფიერი კვირა.
საბოლოოდ შევავსე ჩემი დღიური.

შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________


XVI
18.06-24.06


პრაქტიკის დღიურის და ანგარიშის შეფასება

შეფასება:  ________  ქ.

ხელმოწერა:______________________
XVII-XVIII
დასკვნითი გამოცდა - პრაქტიკის ანგაიშის დაცვა (პორტფოლიოს) პრეზენტაცია
XIX-XX
დასკვნითი გამოცდის გადაბარება







No comments:

Post a Comment

გაკვეთილის გეგმა 1

საგანი:     მათემატიკა მასწავლებელი:   ლელა კავლელიშვილი სწავლების   საფეხური:    მე-5კლასი მოსწავლეთა რაოდენობა: 2 4 გაკვეთილ...