გაკვეთილის გეგმა
საგანი: მათემატიკა
მასწავლებელი:
ლელა კავლელიშვილი
სწავლების საფეხური: მე-6(2)
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 27
გაკვეთილის ჩატარების დრო: 15.05.2018
თემა: სივრცული ფიგურები.
კლასის დახასიათება: კლასში არის 27 მოსწავლე.მათგან კარგი მათემატიკური უნარებით გამოირჩევა
7-8 მოსწავლე,დაახლოებით 3-4 სუსტია.ერთ
მოსწავლეს ხანდახან სჭირდება შეხსენება,მოახდინოს
კონცენტრაცია და დაიცვას გაკვეთილზე ქცევის წესები.
ძირითადი მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს გეომეტრიულ ობიექტთა კომპონენტების ამოცნობა და მათი ურთიერთმიმართების
აღწერა,ატრიბუტების მიხედვით ფიგურათა დაჯგუფება,ფიგურების მოდელების ამოცნობა და მათი
შექმნა.
მისაღწევი შედეგი: მათ.6.მოსწავლეს
შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა,აღწერა
და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
·
მოსწავლე ასახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი
მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით(მაგალითად,წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
·
აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ
გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით(მაგალითად,მართკუთხა
პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);
·
ამზადებს სივრცული ფიგურის შლილს;განასხვავებს სივრცულ
ფიგურებს მათი შლილების მიხედვით.
წინასწარი ცოდნა:
მათ. 5.8 მოსწავლეს შეუძლია ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების
დადგენა.
მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურის მოდელზე პარალელური და ურთიერთთანამკვეთი
წახნაგები მიუთითოს.მსჯელობს,გადაიკვეთება თუ არა მოცემული წახნაგები მათი გავრცობის
შედეგად.
მათ.5.4. მოსწავლეს
შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან
დაკავშირება და გამოყენება.
სასწავლო რესურსები:
მათემატიკის სახელმძ.6კლ.(გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი);დაფა,ცარცი, წინასწარ
დამზადებული სივრცული ფიგურების მაკეტები და მათი შლილები.
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
|
1
|
მასწავლებელი ესალმება კლასს,მოკლედ აცნობს გაკვეთილის მიზანს და თემას.
·
მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს,გაიხსენონ,რომელ სიბრტყით ფიგურებს იცნობენ,ასევე,რომელი სივრცული
ფიგურა ახსოვთ მე-5 კლასიდან.
·
მოსწავლეები გამოთქვამენ
მოსაზრებებს.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
5 წთ
|
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს,შეძლებენ ყურადღების მობილიზებას,გაიხსენებენ,რა
სახის ფიგურებს იცნობენ,შეძლებენ ვარაუდების და მოსაზრებების გამოთქმას.
|
|
2
|
მასწავლებელი ახალი მასალის ასახსნელად იყენებს რესურსებს და მაკეტების
საშუალებით,ასევე დაფაზე შესაბამისი ფიგურების კომპონენტებზე დაკვირვებისა და ანალიზის
საფუძველზე,თვალსაჩინოდ განუმარტავს მოსწავლეებს
კონკრეტულ კანონზომიერებებს.
|
ვერბალური ახსნა თვალსაჩინოებების დემონსტრირებით.
|
მთელი
კლასი
|
10 წთ.
|
მოსწავლეები მოახდენენ ყურადღების მობილიზებას, გაიგებენ,რა საერათო თვისებები აქვთ სხვადასხვა
სივრცულ ფიგურებს;რა დამოკიდებულებაა მათ წახნაგებს,წვეროებსა და წიბოებს შორის;გაიგებენ
მოპირდაპირე და გადამკვეთი წახნაგების შესახებ.
|
|
3
|
მასწავლებელი სწრაფი და საყოველთაო გამოკითხვის მეთოდით ,მოკლე და სწრაფი
კითხვა-პასუხის საშუალებით ამოწმებს,რამდენად
გაითავისეს მოსწავლეებმა ახსნილი მასალა.
ვმუშაობთ სახელმძღვანელოდან.გვ.207-208
|
ინტერაქტივი
|
მთელი კლასი
|
8 წთ.
|
მოსწავლეებს განუმტკიცდებათ ახალი მასალა;ახალი ტერმინები-წიბოები და
წახნაგები,მათი რაოდენობრივი კავშირები სხვადასხვა ფიგურაზე.
|
|
4
|
მოსწავლეები ასრულებენ დამოუკიდებელ სამუშაოს.ამისათვის მათ დაურიგდათ
ტესტები. (ტესტის ნიმუშ.დანართ)
|
წერითი დავალება
|
მთელი კლასი
|
12 წთ.
|
მოსწავლეებს განუმტკიცდებათ მოტივაცია დამოუკიდებელი აზროვნებისთვის.
|
|
5
|
მასწავლებელი ცოდნის განმტკიცებისა
და ტრანსფერის მიზნით,კლასს სთხოვს გამოთვალონ, სულ მცირე რა სიგრძის მავთული იქნება
საჭირო,რომ გადაჭრის გარეშე დავამზადოთ ისეთი კუბის კარკასი,რომლის წიბო 1 დმ-ია.
|
დაფასთან
მუშაობა
|
მთელი კლასის ყურადაღების კონცენტრირებით
დაფისკენ
|
3
|
მოსწავლეებს უვითარდებათ მსჯელობის,ლოგიკური აზროვნების,დასკვნების დამოუკიდებლად
გამოტანის უნარები.
|
|
6
|
მასწავლებელი აჯამებს ახსნილ მასალას,მოსწავლეებთან ერთად იხსენებს და
იმეორებს ,რა დამოკიდებულება და კანონზომიერებაა სხვადასხვა ფიგურის კომპონენტებს
შორის.
მასწავლებელი ბავშვებს სთხოვს, დაეხმარონ და დაფაზე დახატული გვირილას
ფურცლებში ჩააწერინონ,რა გაიგეს ახალი.
|
ვერბალური
|
მასწავლებლისა და მოსწავლეების ერთობლივი გამეორება-გახსენება
|
5 წთ.
|
მოსწავლეებში მოხდება მასალის დამაჯერებლად განმტკიცება
|
|
7
|
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს,ჩაინიშნონ დავალება
|
დაფაზე
ჩამოწერა
დავალების ნომრების
|
მასწავლებელი
|
2 წთ
|
შეფასება იყო განმავითარებელი -გამჭირვალე,ვალიდური .ყველა
მოსწავლემ დაიმსახურა სხვადასხვა ფორმის დადებითი შეფასება.
ასევე ტესტისთვის--განმსაზღვრელი,ტესტები გაწერილი
იყო 10 ქულაზე,რომელიც წინასწარ გავაცანი მოსწავლეებს;შედგებოდა ხუთი 2-ქულიანი პუნქტისაგან,მეხუთეში უნდა შეევსოთ
ცხრილი.რის შემდეგაც,მოსწავლეებს განემარტათ,რომ
ეს იყო ეილერის ფორმულა და, რომ ნებისმიერი მრავალწახნაგისათვის ,თუ წვეროებისა და
წახნაგების ჯამს გამოვაკლებთ წიბოების რაოდენობას,მივიღებთ ყოველთვის 2-ს.ამით მსურდა
მოსწავლეებს თავად დაემტკიცებინათ თავისთვის და ადვილად დაემახსოვრებინათ მოც.ფორმულა.
გაკვეთილის რეფლექსია:
გაკვეთილი დავიწყე მისალმებით,მკაფიოდ გამოვკვეთე
გაკვეთილის თემა და მიზანი.გამოწვევის ფაზაზე, კითხვა-პასუხის საშუალებით , გავააქტიურე
წინარე ცოდნა,შემდეგ კი,მოსწავლეების ყურადღების მობილიზების მიზნით, მათ გავაცანი
სიტუაციური ინფორმაცია.
გაკვეთილის მეორე ფაზაზე- სიღრმისეული წვდომა-გაკვეთილის
გეგმის მიხედვით,მივაწოდე ახალი ინფორმაცია.ამაში ძალიან დამეხმარა წინასწარ დამზადებული
რესურსები-სხვადასხვა სივრცული ფიგურის მაკეტები და შლილები.
გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი,დავხმარებოდი
მოსწავლეებს თანმიმდევრულად,მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით,თავად გამოეკვეთათ პრობლემები
და გამოეტანათ დასკვნები.ვცდილობდი,მოსწავლეები აქტიურად ჩამერთო საგაკვეთილო პროცესში.გონებრივი
იერიშის დროს,მათ კარგად შეძლეს ,სწრაფი ინტერაქტივის საშუალებით,სწორად და გონივრულად
ეპასუხათ კითხვებისათვის,ამიტომ,ვფიქრობ,რომ მიაღწიეს გაკვეთილით განსაზღვრულ მიზანს.
ტესტებზე მუშაობის პროცესში შემოვიფარგლებოდი ფასილიტატორის
როლით და ვსვამდი დამაზუსტებელ შეკითხვებს საჭიროების შემთხვევაში.
გაკვეთილის დასკვნით ნაწილში შევაჯამეთ მიღებული
ცოდნა და დავუკავშირეთ წინარე გამოცდილებას.ამის შემდეგ მივეცი დავალება გვ.207-7,გვ.208-13,გვ.209-18-19,გვ.210-7,9,10,11.;რაც,ჩემი
აზრით,ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის განმტკიცება-დამახსოვრებაში.
გეგმის მოდიფიცირება საჭირო არ გახდა.ვფიქრობ,მიღწეული
შედეგები საგაკვეთილო მიზნებთან რელევანტურია.აქტივობები იყო როგორც დაბალ,ასევე მაღალ
სააზროვნო უნარებზე ორიენტირებული.დროის ლიმიტი ეფექტურად გამოვიყენეთ.
გაკვეთილი დავასრულეთ დაფაზე გვირილის დახატვით,რომლის
ფურცლებშიც, ბავშვების კარნახით ჩავწერეთ,რა ვისწავლეთ ,რა გავიგეთ ახალი,რა მიზანს
მივაღწიეთ.
გაკვეთილმა პოზიტიურ,ურთიერთპატივისცემისა და კეთილგანწყობის ატმოსფეროში ჩაიარა.
ვფიქრობ,რომ ტესტები უმჯობესი იქნებოდა ამავე თემის მეორე საათისთვის
მიმეცა,შინ შესრულებული საშინაო დავალების შემდეგ,მეტი დამაჯერებლობით და წარმატებით
გაართმევდნენ თავს(რასაც შემდეგისთვის გავითვალისწინებ),ამიტომ ტესტებს გავასწორებ
როგორც განმსაზღვრელი შეფასებით-ქულობრივად,ასევე-განმავითარებლით,რომელიც
იქნება ლმობიერი და წამახალისებელი.
No comments:
Post a Comment