Sunday, June 10, 2018

გაკვეთილის გეგმა 4


საგანი:   მათემატიკა
მასწავლებელი:  ლელა კავლელიშვილი
სწავლების  საფეხური:   მე-6(2) კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 27
გაკვეთილის ჩატარების დრო:   31.05.2018
თემა:    პროცენტი.რიცხვის ჩაწერა პროცენტის სახით.
კლასის დახასიათება:   კლასში არის 27 მოსწავლე.მათგან კარგი მათემატიკური უნარებით გამოირჩევა 7-8  მოსწავლე,დაახლოებით 3-4 სუსტია.ერთ მოსწავლეს  ხანდახან სჭირდება შეხსენება,მოახდინოს კონცენტრაცია და დაიცვას გაკვეთილზე ქცევის წესები.
გაკვეთილის მნიშვნელობის აქტუალობა:   პროცენტის ცნება ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად გამოიყენება.მაღაზიის ვიტრინები,თუ ათასგვარი სატელეფონო შეტყობინებები გვაუწყებენ პროცენტის გამომსახველი ფასდაკლებების შესახებ;ასევე სხვადასხვა პროდუქტის შეფუთვაზე მინიშნებულია შემადგენელი კომპონენტების პროცენტული რაოდენობა;ასევე,საბანკო ურთიერთობები წარმოუდგენელია პროცენტული გაანგარიშებების გარეშე.ასე რომ,თანამედროვე საზოგადოებაში შეუძლებელია სრულფასოვანი ფუნქციონირება პროცენტთან დაკავშირებული უმარტივესი პროცედურების ფლობის გარეშე.
ძირითადი მიზანი:   მათ.VI.2  მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება.
მისაღწევი შედეგი:   შედეგი თვალსაჩინოა,თუ:
·         მოსწავლე პოულობს მოცემული რიცხვის ნაწილს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;
·         პოულობს უცნობ გამყოფს მოცემული  განაყოფითა და გასაყოფით;ანალოგიურად პოულობს ერთ-ერთ უცნობ თანამამრავლს მოცემული მეორე თანამამრავლითა და ნამრავლით;ამოწმებს პასუხს.;
·         ყოფს რიცხვს პროპორციულ ნაწილებად და პოულობს რიცხვს მისი მოცემული ნაწილის მიხედვით;
·         ზეპირი ანგარიშისას იყენებს პროცენტის კავშირს რიცხვის ნაწილთან;
·         პოულობს მოცემული რიცხვის პროცენტს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს.
წინასწარი ცოდნა:   სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულების ამოცნობა,წილადის ცნების ცოდნა,რიცხვის წილადი ნაწილის პოვნა.
სასწავლო რესურსები: მათემატიკის სახელმძ.6კლ.(გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი);ცარცი,დაფა.


N

აქტივობის აღწერა

მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა


დრო

თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1
მასწავლებელი ესალმება კლასს,მოკლედ აცნობს გაკვეთილის მიზანს და თემას.

·         განვლილი მასალის გამეორება;მასწავლებელი მოსწავლეებს ,მაგალითების მოხსნის გზით, ახსენებს რიცხვის ნაწილის არსს და მისი პოვნის ხერხებს.


ვერბალური         ახსნა


მთელი კლასი




    5 წთ

მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს,შეძლებენ ყურადღების მობილიზებას,გაიხსენებენ,როგორ უნდა იპოვონ,   მაგალითად,რა ნაწილს შეადგენს მათ კლასში გოგონების და ბიჭების რაოდენობები.;ასევე,რას უდრის რიცხვი,რომლის 3/5 ნაწილი არის  45? და ა.შ.
2
მასწავლებელი   აზუსტებს,რამდენად ხშირად გაუგონიათ მოსწავლეებს პროცენტთან დაკავშირებული  ინფორმაციები და როგორ წარმოუდგენიათ,რას უნდა ნიშნავდეს იგი.ამის შემდეგ მასწავლებელი დაფაზე წინასწარ დახაზული დიდი კვადრატზე ,     რომელშიც  ჩახაზულია 100 პატარა კვადრატი,დემონსტრირებით უხსნის პროცენტის რაობას და განუმარტავს,როგორ დაუკავშიროს რიცხვის წილადური ნაწილი მის პროცენტს.



ვერბალური ახსნა  მოსწავლეების აქტიური ჩართვითა და კომუნიკაციით.დაფაზე ნახაზების დემონსტრიტებით.




მთელი
კლასი





10 წთ.

მოსწავლეები მოახდენენ ყურადღების მობილიზებას,     გაიგებენ,რას ნიშნავს რიცხვის პროცენტი.გამოიტანენ დასკვნებს.
3
მასწავლებელი სწრაფი და საყოველთაო გამოკითხვის მეთოდით ,მოკლე და სწრაფი კითხვა-პასუხის საშუალებით  ამოწმებს,რამდენად გაითავისეს მოსწავლეებმა ახსნილი მასალა.
ვმუშაობთ სახელმძღვანელოდან.გვ.234-236


ინტერაქტივი


მთელი კლასი



10 წთ.

მოსწავლეებს განუმტკიცდებათ ახალი მასალა;







4
მასწავლებელი  ცოდნის განმტკიცებისა და ტრანსფერის მიზნით,კლასს  სთხოვს,გამოითვალონ,რა თანხა დაუგროვდებათ ბანკში 5 წლის შემდეგ,თუკი მათი საწყისი თანხა  5000 ლარია და ყოველი წლის ბოლოს ბანკი დაურიცხავს არსებული თანხის 20 %-ს.



დაფასთან
მუშაობა



 მთელი კლასის ყურადაღების კონცენტრირებით დაფისკენ





10 წთ.

მოსწავლეებს უვითარდებათ მსჯელობის,ლოგიკური აზროვნების,დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანის უნარები.პრობლემის  გადაჭრის დროს,მოსწავლეები გადააწყდებიან სირთულეებს და თავად გამოიტანენ დასკვნებს.
6
მასწავლებელი  აძლევს დამოუკიდებელ სამუშაოს: მოსწავლეებმა უნდა შეადარონ VI (1) და VI(2) კლასების  შედეგები  კალათბურთში საჯარიმოების შესრულებისას ზუსტი  გოლების პროცენტული რაოდენობები.



წერითი სამუშაო








8 წთ.


მოსწავლეებში მოხდება მასალის დამაჯერებლად განმტკიცება
7
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს,ჩაინიშნონ დავალება
დაფაზე
ჩამოწერა
დავალების ნომრების

მასწავლებელი


2 წთ


შეფასების სქემა:

  1-3
      4-5
      6-7
      8-10
მოსწავლე ანგარიშისას იყენებს პროცენტის კავშირს რიცხვის ნაწილებთან
მოსწავლემ იცის ნაწილის ცნება,მაგრამ ვერ აკავშირებს პროცენტთან
მოსწავლემ იცის ნაწილი და ცდილობს პროცენტთან დაკავშირებას
მოსწავლემ იცის ნაწილი და უმეტესად  აკავშირებს პროცენტთან
მოსწავლემ იცის ნაწილი,აკავშირებს პროცენტთან,ირჩევს დაკავშირების ოპტიმალურ ფორმას
პოულობს მოცემული რიცხვის პროცენტს
მოსწავლე ცდილობს იპოვოს რიცხვის პროცენტი
მოსწავლე სრულყოფილად ვერ პოულობს რიცხვის პროცენტს
მოსწავლე პოულობს პროცენტს
მოსწავლე პოულობს პროცენტს,აქვს გამოყენებული გამოთვლების ოპტიმალური ხერხი
ხსნის შებრუნებულ ამოცანას
მოსწავლე ცდილობს ამოცანის ამოხსნას,მაგრამ ვერ პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას
მოსწავლე პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას,მაგრამ ვერ ასრულებს ამოცანას
მოსწავლე პოულობს ამოცანის ამოხსნის გზას,მაგრამ ხსნის ამოცანას ხარვეზებით
მოსწავლე ხსნის ამოცანას აქვს ამოცანის ამოხსნის ოპტიმალური  გზა გამოყენებული

            გაკვეთილის  რეფლექსია:
       გაკვეთილი დავიწყე მისალმებით,მკაფიოდ გამოვკვეთე გაკვეთილის თემა და მიზანი.გამოწვევის ფაზაზე, კითხვა-პასუხის საშუალებით , გავააქტიურე წინარე ცოდნა,შემდეგ კი,მოსწავლეების ყურადღების მობილიზების მიზნით, მათ გავაცანი სიტუაციური ინფორმაცია.
    ავხსენი პროცენტის მნიშვნელობა,ამისთვის რიცხვის  ნაწილის შეხსენება დამჭირდა.
ვაჩვენე და ავუხსენი   რიცხვის პროცენტის პოვნის მარტივი  ალგორითმი,რომ შესაძლებელი იყო სხვადასხვა ხერხით ამოცანების ამოხსნა.ახსნის პროცეში ხალისით ერთვებოდნენ და
 ემოციურად გამოხატავდნენ  გაგებით გამოწვეულ სიხარულს.
      ვცდილობდი, ნათლად და გასაგებად გამომეხატა,რისი თქმა მსურდა.გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებს   შევთავაზე      რამდენიმე    პრობლემაზე     ორიენტირებული    ამოცანა,
მაგალითად,ავუხსენი,რომ როცა ბანკში ფულს ვინახავთ,გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა:
ბანკიც სარგებლობს,ჩვენს თანხას ატრიალებს სხვადასხვა საბანკო ოპერაციებში     და
ჩვენც გვაძლევს გარკვეულ  მოგებას პროცენტების სახით.5000 ლარიანი ანაბრის შემთხვევაში, 20% -იანი  წლიური  სარგებლით  ,5 წელიწადში რა თანხის პატრონი ვიქნებოდით?    ამოცანამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში.ს                             
     გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი,დავხმარებოდი მოსწავლეებს თანმიმდევრულად,მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით,თავად გამოეკვეთათ პრობლემები და გამოეტანათ დასკვნები.ვცდილობდი,მოსწავლეები აქტიურად ჩამერთო საგაკვეთილო პროცესში.გონებრივი იერიშის დროს,მათ კარგად შეძლეს ,სწრაფი ინტერაქტივის საშუალებით,სწორად და გონივრულად ეპასუხათ კითხვებისათვის,ამიტომ,ვფიქრობ,რომ მიაღწიეს  გაკვეთილით განსაზღვრულ მიზანს.
    გაკვეთილის დასკვნით ნაწილში შევაჯამეთ მიღებული ცოდნა  და მივეცი დავალება.                                                                                               

No comments:

Post a Comment

გაკვეთილის გეგმა 1

საგანი:     მათემატიკა მასწავლებელი:   ლელა კავლელიშვილი სწავლების   საფეხური:    მე-5კლასი მოსწავლეთა რაოდენობა: 2 4 გაკვეთილ...